თბილისის ღვინის ქარხანა #1 თბილისის ცენტრში. ვერაზე. ვ. პეტრიაშვილის #1-ში. ყოფილი საუფლისწულო მამულების, სახალხო მამულების და შემდგომ სამტრესტის ღვინის სარდაფი. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. ღვინის სარდაფი აშენებულია არქიტექტორ ალექსანდრე ოზეროვის პროექტით 1894-1896 წლებში, ძველი ქართული ხუროთმოძღვრული მოტივების გამოყენებით (ორი ურთიერთპერპენდიკულარულად გადაკვეთილი სამნავიანი ბაზილიკა).
ღვინის მაღაზია და სადეგუსტაციო
მაღაზია და სადეგუსტაციო 200 მ2-ზე • 800-ზე მეტი დასახელების ღვინო • ქართული ღვინოები, მსოფლიოს მეენახეობის რეგიონები • ჭაჭა, ბრენდი, კონიაკი, გრაპა, არმანიაკი და სხვა • შესაძლებელია ადგილზე დეგუსტაცია, ხემსები
ღვინის სკოლა
• Vinemo – დეგუსტაციის კურსები • სომელიეს კურსები • Wset 2 and 3 • ღვინის მასტერკლასები • შეხვედრა მეღვინეებთან • ღვინის ექსპერტთა კლუბი
ღვინის შემეცნებითი სივრცე
• საგამოფენო სივრცე – ღვინის ისტორია, ეთნოგრაფია, ტრადიციული მეთოდები, მევენახეობის რეგიონები, ქართული ვაზის ჯიშები • ვიდეო და აუდიო მასალა • ორგანიზებული ვიზიტები ტურისტებისთვის
ყველაზე ძველი და დიდი ენოთეკა
• პოლონური ლიქიორი – 1790 წლის • უნგრული ღვინო – 1806 წლის • ფრანგული კონიაკი (ნაპოლეონის სარდაფიდან) – 1811 წლის • წინანდალი წითელი # 45 – 1869 • მუკუზანი წითელი #46 – 1892 წლის • ნაფარეული წითელი #47 – 1893 წლის • წინანდალი თეთრი #64 – 1898 წლის • ნაფარეული თეთრი #66 – 1893 წლის • ენისელი თეთრი – 1934 • სხვა 30 000-მდე ნიმუში